„საქართველო ეკუთვნის ევროპას" - საქართველოს ელჩი რუმინეთში

"საქართველო ეკუთვნის ევროპას - მრავალფეროვნების, მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის სივრცეს," - ამის შესახებ საქართველოს ელჩი რუმინეთში, თამარ ბერუჩაშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

თამარ ბერუჩაშვილი რუმინეთში საქართველოს ელჩად 2022 წლის ნოემბერში დაინიშნა. მანამდე თამარ ბერუჩაშვილი იკავებდა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ასევე შავი ზღვის საკითხებში საგანგებო დავალებათა ელჩის პოზიციებს. თამარ ბერუჩაშვილი სხვადასხვა დროს იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და მინისტრის მოადგილის პოზიციებს, იყო ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ასევე, ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი.